• იმუნიტეტის სტატუსი
• დატვირთვა ღვიძლშიი
• დატვირთვა ელენთაში
• ქოლესტერინის კრისტალების არსებობა
• შაქრის კრისტალების არსებობა
• შარდმჟავის კრისტალების არსებობა
• ზოგადჰორმონალური დისბალანსი
• ორგანიზმის გაუწყლოება
• საჭმლის მონელების პრობლემები, დისბაქტერიოზი
• მიდრეკილება ათეროსკლეროზისკენ
• მიდრეკილება ანემიისკენ
• მიდრეკილება ინსულტისკენ და ინფარქტისკენ
• დაავადების შესაძლო მიზეზის დადგენა
• ორგანიზმის შინაგანი გარემოს ხარისხი, რომლის მეშვეობით ხდება ნივთიერებათა ცვლა, ჟანგბადი აღწევს უჯრედებში და ხდება ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოყოფა. (ტოქსინების) უჯრედებიდან
• ქრონიკული ინტოქსიკაციის ხარისხი, ორგანიზმის დატვირთვა მძიმე მეტალებით, წარმოების მავნეობა.
• ბაქტერიალური ინვაზია
• სოკოვანი ინვაზია
• პარაზიტული ინვაზია
• სისხლის 15+3 პუნქტიანი ანალიზი ზრდასრულებისთვის 12 წლიდან - 120 ლარი
• სისხლის 15+3 პუნქტიანი ანალიზი ბავშვებისთვის 12 წლამდე - 75 ლარი
• ჰელიკობაქტერიის სწრაფი ტესტი - 40 ლარი
• გლუკოზის განსაზღვრა - 15 ლარი
• რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია - 70 ლარი
• ოჯახის ექიმის კონსულტაცია - 60 ლარი
• მედიკამენტური მკურნალობა
ჰემოსკანირება – სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა – დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ახალი მეთოდია. იგი მიმართულია დაავადების მიზეზის დადგენაზე. ჰემოსკანირებისას თითიდან აღებულ სისხლს და დაუყოვნებლივ შევისწავლით ბნელველიან მიკროსკოპში 2500 გადიდებით.
ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე. პროცედურა უჯრედულ დონეზე თვალსაჩინოდ ავლენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები. თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.
არსებული დაავადებების დიაგნოზი დგინდება ელემენტარული გზით, აგრეთვე განისაზღვრება ახალი დაავადებების რისკი. მაგალითად, ბავშვების 99%-ის სისხლის წვეთში ვლინდება პარაზიტების მატლები. ისინი დაცურავენ დამოუკიდებლად, აქვთ ლიმონის მსგავსი ფორმა და ეკრობიან ერითროციტების ზედაპირზე. არსებობენ აგრეთვე უფრო საშიში- შიდაუჯრედული პარაზიტები, რომლებიც ძვრებიან ერითროციტებში და აგრძელებენ იქ არსებობას. როდესაც ერითროციტი კვდება, პარაზიტი ეძებს ახალ საცხოვრებელს. რაც შეეხება თავად პარაზიტთა ნაირგვარობას, არსებობენ არა მხოლოდ კარგად ცნობილი ჭიები (ჰელმიტები), არამედ ერთუჯრედიანები, მაგალითად ლამბლიები. არსებობს ლამბლიების მარავალი სახეობა. პოლიკლინიკაში აღებული ჩვეულებრივი ანალიზებით მათი გამოვლენა შეუძლებელია.
თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, ეს აისახება სისხლის მდგომარეობაზეც: ერითროციტებს ეძლევათ მრავალწახნაგოვანი ფორმა. კომპიუტერის, მიკროტალღური ღუმელის, ტელევიზორის გამოსხივება ამახინჯებს და ცვლის ერითროციტების ფორმას.
ხშირად ერითროციტები არ მოძრაობენ იზოლირებულად, როგორც წესია, არამედ ჯგუფდებიან კოლონიებად. ეს ბლანტი სისხლის მაჩვენებელია, რაც მომავალში ინფარქტის მიზეზი შეიძლება გახდეს (დაჯგუფებული ერითროციტები ავსებენ კაპილარების ნასვრეტს, რაც უჯრედების ჟანგბადითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით ცუდ მომარაგებაზე მიუთითებს).