• იმუნიტეტის სტატუსი
• დატვირთვა ღვიძლში და ელენთაში
• ქოლესტერინის, შაქრის და შარდმჟავის კრისტალების არსებობა
• ზოგადჰორმონალური დისბალანსი
• ბაქტერიალური ინვაზია
• სოკოვანი ინვაზია
• პარაზიტული ინვაზია
• ორგანიზმის გაუწყლოება
• საჭმლის მონელების პრობლემები, დისბაქტერიოზი
• მიდრეკილება ათეროსკლეროზისკენ
• მიდრეკილება ანემიისკენ
• მიდრეკილება ინსულტისკენ და ინფარქტისკენ
• ორგანიზმის შინაგანი გარემოს ხარისხი, რომლის მეშვეობით ხდება ნივთიერებათა ცვლა, ჟანგბადი აღწევს უჯრედებში და ხდება ცხოველმოქმედების პროდუქტების გამოყოფა. (ტოქსინების) უჯრედებიდან
• ნივთიერებათა ცვლის (მეტაბოლიზმის) მდგომარეობა
• ქრონიკული ინტოქსიკაციის ხარისხი, ორგანიზმის დატვირთვა მძიმე მეტალებით, წარმოების მავნეობა.
• სისხლის 15 პუნქტიანი ანალიზი - 75 ლარი
• სისხლის ტესტი პარაზიტებზე - 75 ლარი
• ჰელიკობაქტერიის სწრაფი ტესტი - 40 ლარი
• გლუკოზის განსაზღვრა - 15 ლარი
• რეაბილიტოლოგი, ფიზიოთერაპევტის კონსულტაცია - 70 ლარი
• ოჯახის ექიმის კონსულტაცია - 50 ლარი
• მედიკამენტური მკურნალობა
ჰემოსკანირება – სისხლის „ცოცხალი“ წვეთის შესწავლა – დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ახალი მეთოდია. იგი მიმართულია დაავადების მიზეზის დადგენაზე. ჰემოსკანირებისას თითიდან აღებულ სისხლს და დაუყოვნებლივ შევისწავლით ბნელველიან მიკროსკოპში 2500 გადიდებით.
ეს უნიკალური მეთოდია, რომლის მეშვეობითაც გვეძლევა საშუალება ჩავიხედოთ საკუთარი ორგანიზმის უჯრედულ სამყაროში და დავინახოთ დარღვევები უჯრედების ფუნქციონირებაში, აგრეთვე მივხედოთ საკუთარ ჯანმრთელობას დაავადების ადრინდელ სტადიაზევე. პროცედურა უჯრედულ დონეზე თვალსაჩინოდ ავლენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ შედეგების ჩვენება მონიტორზეა შესაძლებელი და თქვენ თვალს ადევნებთ იმას, თუ რა ხდება თქვენს სხეულში- ცოცხალ და გონივრულ მიკროსამყაროში, რომელშიც პატარა უჯრედსაც კი აქვს საკუთარი ამოცანები. თქვენ დაინახავთ, ერითროციტებს, ლეიკოციტებს, იმას, თუ როგორ მოძრაობენ ისინი და სხვა. სისხლის წვეთში შესაძლებელია სოკოვანი ინფექციების, პარაზიტების და ქოლესტერინის კრისტალების დანახვა.
არსებული დაავადებების დიაგნოზი დგინდება ელემენტარული გზით, აგრეთვე განისაზღვრება ახალი დაავადებების რისკი. მაგალითად, ბავშვების 99%-ის სისხლის წვეთში ვლინდება პარაზიტების მატლები. ისინი დაცურავენ დამოუკიდებლად, აქვთ ლიმონის მსგავსი ფორმა და ეკრობიან ერითროციტების ზედაპირზე. არსებობენ აგრეთვე უფრო საშიში- შიდაუჯრედული პარაზიტები, რომლებიც ძვრებიან ერითროციტებში და აგრძელებენ იქ არსებობას. როდესაც ერითროციტი კვდება, პარაზიტი ეძებს ახალ საცხოვრებელს. რაც შეეხება თავად პარაზიტთა ნაირგვარობას, არსებობენ არა მხოლოდ კარგად ცნობილი ჭიები (ჰელმიტები), არამედ ერთუჯრედიანები, მაგალითად ლამბლიები. არსებობს ლამბლიების მარავალი სახეობა. პოლიკლინიკაში აღებული ჩვეულებრივი ანალიზებით მათი გამოვლენა შეუძლებელია.
თუ თქვენ დიდ დროს ატარებთ კომპიუტერთან, ეს აისახება სისხლის მდგომარეობაზეც: ერითროციტებს ეძლევათ მრავალწახნაგოვანი ფორმა. კომპიუტერის, მიკროტალღური ღუმელის, ტელევიზორის გამოსხივება ამახინჯებს და ცვლის ერითროციტების ფორმას.
ხშირად ერითროციტები არ მოძრაობენ იზოლირებულად, როგორც წესია, არამედ ჯგუფდებიან კოლონიებად. ეს ბლანტი სისხლის მაჩვენებელია, რაც მომავალში ინფარქტის მიზეზი შეიძლება გახდეს (დაჯგუფებული ერითროციტები ავსებენ კაპილარების ნასვრეტს, რაც უჯრედების ჟანგბადითა და სხვა საჭირო ნივთიერებებით ცუდ მომარაგებაზე მიუთითებს).
საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ეროვნული ცენტრის პრეზიდენტი. ევროპის საპატიო ნატუროპათი.
my@molisan.ge
კლინიკური დირექტორი, საქართველოს კომპლემენტარული და ალტერნატიული მედიცინის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი.
my@molisan.ge
რეანიმატოლოგ-თერაპევტი, ჩინურ-ტიბეტური მედიცინის ექსპერტი, ჰემოსკანირების სპეციალისტი
myallcv@gmail.com