15-პუნქტიანი სისხლის ანალიზი და ტესტი პარაზიტებზე
ცოცხალი სისხლის წვეთის ხარისხობრივი შეფასება ბნელველიან მიკროსკოპში და შედეგების ექიმთან განხილვა.
რა მაჩვენებლები ფასდება?
ცოცხალი სისხლის წვეთის ანალიზის მეშვეობით, ბნელველიან მიკროსკოპში შესაძლებელია შემდეგი მაჩვენებლების ხარისხობრივი შეფასება:
- იმუნური სისტემის მდგომარეობა;
- ღვიძლისა და ელენთის დატვირთვა;
- ქოლესტერინის კრისტალების არსებობა;
- შაქრისა და შარდმჟავას კრისტალების არსებობა;
- ზოგადი ჰორმონული დისბალანსი;
- ორგანიზმის გაუწყლოება;
- საჭმლის მონელების დარღვევები და ნაწლავის დისბიოზი;
- ათეროსკლეროზისა და ანემიისადმი მიდრეკილება;
- ინსულტისა და ინფარქტისადმი მიდრეკილება;
- დაავადების შესაძლო მიზეზის დადგენა;
- ორგანიზმის შინაგანი გარემოს ხარისხის შეფასება, რომლის მეშვეობითაც მიმდინარეობს ნივთიერებათა ცვლა, ჟანგბადის მიწოდება უჯრედებისთვის და ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტების (ტოქსინების) უჯრედებიდან გამოდევნა;
- ქრონიკული ინტოქსიკაციის ხარისხი, მძიმე მეტალებით ორგანიზმის დატვირთვა და პროფესიული მავნე ფაქტორების ზემოქმედება;
- პარაზიტული ინფექცია;
- ბაქტერიული ინფექცია;
- სოკოვანი ინფექცია.